ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ნათია კეკენაძე
მკვლევარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მე გახლავართ საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორანტი (თსუ) და მკვლევარი. ჩემს აკადემიურ ინტერესს წარმოადგენს სივრცითი სამართლიანობის საკითხების, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების და მონაწილეობითი გეგმარების პრაქტიკის შესწავლა საქალაქო / სასოფლო დასახლებებში.
ამჟამად, როგორც მოწვეული ლექტორი და პროფესორის ასისტენტი, ვკითხულობ ლექციებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის მეთოდების კურსზე. ასევე, როგორც მკვლევარი და პროექტის კოორდინატორი, ჩართული ვარ ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება/განახლების პროექტში.