დოქტ. გვანცა სალუქვაძე
CEO, თანადამფუძნებელი @SCIEN
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ციურიხის უნივერსიტეტი
გვანცა სალუქვაძე სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია. იგი გახლავთ სამეცნიერო თანამშრომელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აფილირებული მკვლევარი ციურიხის უნივერსიტეტში.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს გლობალური ცვლილებების ფონზე მაღალმთიან და სასოფლო დასახლებებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის საკითხებს და მონაწილეობითი ურბანული დაგეგმარების პრაქტიკას. ამასთანავე, ხელმძღვანელობს სამაგისტრო პროგრამას „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)".
პროფესიული კარიერის მანძილზე გვანცა თანამშრომლობდა უნივერსიტეტებთან, განვითარების ორგანიზაციებთან, დონორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებში. მას აქვს ფართო გამოცდილება Horizon Europe-სა და Erasmus+ ის ფარგლებში, სადაც ხელმძღვანელობს მრავალწევრიან კონსორციუმებს - საპროექტო იდეის ჩამოყალიბებიდან მის სრულ განხორციელებამდე. გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და დაჯილდოებულია Forbes 30 Under 30-ითა და დიმიტრი უზნაძის ჯილდოთი სოციალურ მეცნიერებებში განსაკუთრებული მიღწევებისათვის.