ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
პროფ. ნათია კეკენაძე

პროფ. ნათია კეკენაძე

უფროსი მკვლევარი @SCIEN

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ნათია კეკენაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია, სადაც ის კითხულობს სოციოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის მეთოდების კურსებს. იგი SCIEN-ის გუნდში უფროსი მკვლევრის პოზიციას იკავებს და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მოქალაქეთა მონაწილეობისა და სივრცითი სამართლიანობის საკითხებს, ეთნიკური უმცირესობების, ქალების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების კვლევის კონტექსტში.

ნათიას პროფესიული საქმიანობა მოიცავს მონაწილეობითი პრაქტიკებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაგეგმარების ხელშეწყობას, იმისთვის, რომ  ჩამოყალიბდეს უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და მდგრადი ურბანული თუ სასოფლო გარემო. მისი ჩართულობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, წარმატებით განხორციელდა დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობითი ურბანული დაგეგმარების პროცესი.