სოფლის მეურნეობიდან სოფლის განვითარებამდე: ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრში
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2022 - დეკემბერი 2025
პროექტის – „სოფლის მეურნეობიდან სოფლის განვითარებამდე: ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკური გარდაქმნის ცენტრში" – ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა შინამეურნეობაზე დაფუძნებული ეკონომიკური საქმიანობის ტრანსფორმაცია სოფლის განვითარების პოლიტიკის ცვლილებებისა და მონაწილეობითი მიდგომების მზარდი დანერგვის კონტექსტში. კვლევა განხორციელდა აჭარის რეგიონში და ეფუძნებოდა ტრანსფორმაციულ შერეულ მეთოდოლოგიურ დიზაინს, რომელიც აერთიანებდა რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს. თვისებრივი მონაცემების ანალიზი ჩატარდა MAXQDA პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჰიბრიდული კოდირება სივრცული ანალიზისა და ვიზუალიზაციის ელემენტებთან ერთად.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (FR-21-907).