კლიმატის ცვლილების საპასუხოდ: კვლევაზე დაფუძნებული პრაქტიკა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობისთვის
15 დეკემბერი, 2022
15 დეკემბერი, 2022
წარმოდგენილი კვლევითი პროექტი შეეხება ევროკავშირის ინიციატივას „მერების შეთანხმება“ (CoM), რომლის მიზანიც კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელებაა, რის შედეგადაც უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილებების შერბილებასა და ადაპტაციის საკითხებში წვლილის შეტანა.
აღნიშნულის ფონზე, კვლევა მიზნად ისახავს საქართველოს 26 ხელმომწერი მუნიციპალიტეტის ვალდებულებების შესრულების კვალდაკვალ შემდეგი ძირითადი საკითხების შესწავლას:
- მერების შეთანხმების შესაბამისად, მუნიციპალიტეტების კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პრაქტიკების შესწავლა;
- კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის/ მონაცემების წარმოებისა და ანგარიშგების პრაქტიკების შესწავლა მუნიციპალიტეტის დონეზე;
- მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი მუნიციპალური სამსახურების გამოკვეთა.
აღნიშნული საკითხების შესწავლით, საბოლოო ჯამში, კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს მუნიციპალურ დონეზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიდგომების გაუმჯობესებას.
დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის Climate Promise ფარგლებში, როგორც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) მხარდაჭერის პროგრამის ნაწილი, NDC თანამშრომლობის ხელშეწყობით, გერმანიის, იაპონიის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, ესპანეთის, ბელგიის, ისლანდიის, იტალიის და პორტუგალიის მთავრობების, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ძირითადი დონორების გულუხვი დაფინანსებით.