საგურამოსა და მიმდებარე დასახლებების სივრცითი გეგმის შემუშავება
პროექტის განხორციელების პერიოდი: 13.11.2023 – 30.12.2025
პროექტის აღწერა: საგურამოსა და მიმდებარე დასახლებების სივრცითი გეგმის შემუშავება – მოიცავს ყოვლისმომცველი სივრცითი დაგეგმარების ჩარჩოს მომზადებას, წინასაპროექტო კვლევებს, განვითარების ხედვის ჩამოყალიბებას, სადაგეგმარებო კონცეფციასა და სივრცითი განვითარების გეგმას. პროექტის ფარგლებში შეფასდა განვითარების ხედვის ორი ალტერნატიული სცენარი, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო კონცეფცია ოთხი ძირითადი პრინციპით: უსაფრთხოება, კომპაქტურობა, კავშირმყოფელობა და ჭკვიანი ზრდა.
პროექტში SCIEN-ის შესრულებული სამუშაოები: პროექტის ფარგლებში SCIEN-ის გუნდმა იმუშავა სივრცითი დაგეგმარების გეგმაზე სოციალური საკითხების გარშემო.
დამკვეთი: სითი ინსტიტუტი საქართველო
დონორი: სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტო