ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის

კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის

15 აგვისტო, 2023

"კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის" საქართველოში პირველი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერულ სოციალურ მეცნიერებებში, რომელიც შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ბაზაზე და ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) ჩართულობით. პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მხარდაჭერით. იგი სტუდენტებს სთავაზობს მონაცემთა ანალიზის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ციფრული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას — თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ადგილობრივი და საერთაშორისო პერსპექტივიდან გადასაჭრელად. კურსდამთავრებულები მზად იქნებიან დასასაქმებლად აკადემიური, ტექნოლოგიური, საჯარო, საერთაშორისო და სამოქალაქო სექტორებში, ასევე სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანიებში.

პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით.

კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის
  • დაწყების თარიღი 15 აგვისტო, 2023