ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ბორჯომის გენერალური და განვითარების გეგმების შემუშავება

ბორჯომის გენერალური და განვითარების გეგმების შემუშავება

ბორჯომის გენერალური და განვითარების გეგმების შემუშავება

პროექტის განხორციელების პერიოდი: 09.12.2023 – 30.12.2025 

პროექტის აღწერა: ბორჯომის გენერალური და განვითარების გეგმების შემუშავება – მოიცავს ყოვლისმომცველ საკაბინეტო და საველე კვლევებს, მოსახლეობის გამოკითხვებს, სატრანსპორტო ნაკადების ანალიზსა და შენობა-ნაგებობების სრულ ინვენტარიზაციას. შეგროვებული მონაცემებისა და სამუშაო შეხვედრების საფუძველზე ჩამოყალიბდა ერთიანი განვითარების ხედვა, რომელიც ხუთ სტრატეგიულ მიზანს ეყრდნობა: საკურორტო რესურსების ოპტიმიზაცია, ქალაქის იმიჯის გაუმჯობესება, დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა, საქალაქო ცხოვრების ხარისხის ამაღლება და უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერება.

პროექტში SCIEN-ის შესრულებული სამუშაოები:

  • დაინტერესებული მხარეების იდენტიფიკაცია და მეფინგი
  • საჯარო კონსულტაციებისა და სათემო შეხვედრების ჩატარება
  • ონლაინ გამოკითხვის ჩატარება
  • მონაწილეობითი შეხვედრების ჩატარება
  • საზოგადოებრივი გამოხმაურების ინტეგრირების სტრატეგიების შემუშავება

შექმნილი პროდუქტი: ქალაქ ბორჯომის ურბანული განვითარების მიმართულებების პრიორიტეტიზაციის დოკუმენტი

დამკვეთი: სითი ინსტიტუტი საქართველო

დონორი: სსიპ სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტო