ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავება
პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო 2021 – მიმდინარე
პროექტის აღწერა: ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავება – მიზნად ისახავს ბათუმის გენერალური და სივრცითი გეგმის მომზადებას სტრატეგიისა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასების ჩათვლით, მოიცავს ახალი განაშენიანების დაგეგმვას, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საქალაქო ზონებს შორის კავშირის გაუმჯობესებას. განვითარების კონცეფცია — „ზღვაში ასახული ქალაქი“ — ეყრდნობა ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა მრავალფუნქციური და თანაბრად განვითარებული ქალაქი, მწვანე ქალაქი და მდგრადი და უსაფრთხო ქალაქი.
პროექტში SCIEN-ის შესრულებული სამუშაოები (კონკრეტულად — თამარის დასახლების განვითარების კომპონენტში):
- დაინტერესებული მხარეების იდენტიფიკაცია და მეფინგი (თამარის დასახლება)
- საჯარო კონსულტაციებისა და სათემო შეხვედრების ჩატარება (თამარის დასახლება)
- მონაწილეობითი დაგეგმარების შეხვედრების ჩატარება (თამარის დასახლება)
- საზოგადოებრივი გამოხმაურების ინტეგრირების სტრატეგიების შემუშავება (თამარის დასახლება)
- კონსენსუსის მიღწევა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებს შორის (თამარის დასახლება)
დამკვეთი: სითი ინსტიტუტი საქართველო
დონორი: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია